პარტია "დროას" თავმჯდომარე გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღონ და შესაბამისი პირობებით უზრუნველყონ ის ახალგაზრდები, რომლებიც რუსული მობილიზაციისგან თავის დაღწევას ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოსვლით შეეცდებიან.
ინიციატივის შესახებ ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ელენე ხოშტარიას თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები რუსეთის მიერ საზარბაზნე ხორცად იქნებიან გამოყენებული უკრაინაში მიმდინარე დანაშაულებრივ ომში.