ბათუმელი ტაეკვანდოისტი ზურა კინწურაშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

02 ოქტომბერი 2022, 22:32 827 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე G2 კატეგორიის  საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრმა ზურა კინწურაშვილმა დიდებში ოქროს მედალი მოიპოვა.

ბათუმელმა სპორტსმენმა 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა ბრძოლა მოიგო და კვარცხლებგის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

შეგახსენებთ რომ გუშინ ამავე ტურნირზე ოქროს მედალი  კადეტებში  კიდევ ერთმა ბათუმელმა ნიკა ღოღობერიძემ მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში