საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტი

02 ოქტომბერი 2022, 14:25 271 ნახვა

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე  საქართველოს ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს.ინფორმაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ გაავრცელა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულები, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო  მანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის - სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქის უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ. მიმდინარეობს გამოძიება. 

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში