ბათუმელი ტაეკვანდოისტი ნიკა ღოღობერიძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

02 ოქტომბერი 2022, 10:44 924 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე G2 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკა ღოღობერიძემ კადეტებში ოქროს მედალი მოიპოვა.

ბათუმელმა სპორტსმენმა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა ბრძოლა მოიგო და კვარცხლბეგის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

დღეს დიდებში 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ბათუმელი ზურა კინწურაშვილი იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში