400 გვერდიანი და თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბოლო ანგარიში - ნინო ლომჯარია დეპუტატებს ანგარიშს აცნობს.
კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველი გასული წლის ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას აჯამებს. ლომჯარიას თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ნეგატიური ტენდენციაა, სავარაუდოდ უკანონო მოსმენები კი ფართომასშტაბიანი გახდა. ამასთან, როგორც ომბუდსმენი აცხადებს, რომ ჟურნალისტების მიმართ მტრულმა დამოკიდებულებამ კულმინაციას მიაღწია.
ოპოზიციის ნაწილი ლომჯარიას ანგარიშით შეშფოთებულია, უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტში ძირითადად ორღობის ჭორებია თავმოყრილი.