რა მოხდა მე-7 საჯარო სკოლაში?

29 სექტემბერი 2022, 20:03 5581 ნახვა

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სკოლის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ სკოლის სივრცეში არსებულ კედელზე, სადაც მსოფლიოს ქვეყნების რუკა და სხვადასხვა დროშების ფოტოებია განთავსებული, პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა მოსწავლემ რუსეთის დროშის ამსახველი ფოტო ჩამოხია.

დირექტორის თქმით, ამის გამო, მოსწავლე  მშობელთან ერთად დაიბარეს და გაესაუბრნენ. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მოსწავლის სკოლიდან გაგდებასთან დაკავშირებით, დირექტორი კატეგორიულად უარყოფს. 

ფაქტზე ინფორმაცია ტელეარხი 25-მა გაავრცელა. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი