აჭარის მთავრობამ შესაძლოა მისამართი შეიცვალოს. ერთ-ერთი ვერსიით, ის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ამჟამინდელ შენობაში გადავა. ბათუმში, ლუკა ასათიანის 37-ში მდებარე ნაგებობას, წლების წინ, რეაბილიტაცია, სწორედ ამ მიზნით ჩაუტარდა.თუმცა, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა მისი მფლობელიც. გამოდის რომ, ადგილსამყოფელის შეცვლა, ხელოვნების უნივერსიტეტს კიდევ ერთხელ მოუწევს. უმაღლეს სასწავლებელს ახალი შენობა, გორგილაძის ქუჩაზე გადაეცა.