ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში – აჭარაში მყოფი ბელარუსების გამოხმაურება

29 სექტემბერი 2022, 14:20 607 ნახვა

ალექსანდრე  ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას აჭარაში მყოფი ბელარუსები   გამოეხმაურნენ. მათი ნაწილი პარტია  ''ლელოს''  ოფისში  შეიკრიბა, სადაც ერთობლივ ბრიფინგზე  ბელორუსის  პრეზიდენტის  ქმედება დაგმეს.

ამბობენ, რომ ლუკაშენკოს  ნაბიჯი პროვოკაციული იყო და ის ბელარუსი ხალხის განწყობას არ  გამოხატავს. პარტია ''ლელოში''  აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი  ლუკაშენკოს  მხრიდან  არის  ღია გზავნილი, რომ შესაძლოა მან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას გადახედოს. 

''ლელო'' საქართველოს ხელისუფლებას  მოუწოდებს  საერთაშორისო  არენაზე ქმედითი ნაბიჯები გადადგას.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი