ციხისძირიდან შეკვეთილში ხეების გადატანის პროცესი გრძელდება, ამჯერად გადასატანად მაგნოლიისა და ევკალიპტის ხეები მოამზადეს. პროცესს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები აპროტესტებენ. დღეს მათ აქცია მოაწყეს და ხეებზე წარწერები გააკრეს, რომლებზეც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირებებია ასახული. აქციის მონაწილეებს სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი განცხადებით ხეები კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დგას. მათი ინფორმაციით, აქ ტერიტორიის მფლობელი კომპანია სასტუმროს მშენებლობას გეგმავს და ფართობის გათავისუფლება გზის მშენებლობისთვის იყო აუცილებელი.