ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში - მოსაზღვრე ქვეყნების დამოკიდებულება ქვეყნის დატოვების მსურველების მიმართ

23 სექტემბერი 2022, 11:07 667 ნახვა

ავტომობილების განსაკუთრებული სიმრავლეა რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვართან მოძრაობა განსაკუთრებით ღამის საათებში გაიზარდა. 

ჩეხეთი, ლიეტუვა და ესტონეთი  რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამოცხადებული მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, ჰუმანიტარულ ვიზებს არ გასცემენ.

ევროკომისიაში კი განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლა-არშესვლის საკითხს ყველა სახელმწიფო დამოუკიდებლად გადაწყვეტს. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა გერმანიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და შესაბამისად, თავს დიდ საფრთხეში იგდებს, შეუძლია გერმანიას თავშესაფრის მისაღებად მიმართოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი