დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება

23 სექტემბერი 2022, 10:31 634 ნახვა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ რეგიონში - დონეცკის, ლუგანკსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ რეფერენდუმი დღეს იწყება, - ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: "მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კი სამი კითხვა იქნება დასმული : „გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“

ე.წ. "რეფერენდუმები“ 27 სექტემბერამდე გაგრძელდება.

ფაქტს განცხადებით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გამოემაურა, NATO გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს გაეროს წესდების აშკარა დარღვევას.

"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ძალების მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე ე.წ რეფერენდუმის ჩატარების გეგმას. ყალბ რეფერენდუმებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში არ აქვთ ლეგიტიმაცია და წარმოადგენს გაეროს წესდების აშკარა დარღვევას  NATO-ს სახელმწიფოები არ აღიარებენ მათ არალეგალურ და უკანონო ანექსიას". - წერია განცხადებაში.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი