რუსეთიდან უვიზო ქვეყნებში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

22 სექტემბერი 2022, 17:40 630 ნახვა

რუსეთიდან ჯარში გასაწვევი ასაკის მოქალაქეთა მასობრივი გადინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს გაზვიადებულს უწოდებენ კრემლში. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა ოთხშაბათს  რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთიდან ახლომდებარე ქვეყნების, მათ შორის სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სერბეთის მიმართულებით ავიაბილეთები მთლიანად გაიყიდა.

გრძელი რიგები გაჩნდა რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-ფინეთის, რუსეთ-ყაზახეთისა და რუსეთ-მონღოლეთის საზღვრებზე.

ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ აეროპორტებში აჟიოტაჟის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფეიკია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი