პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

22 სექტემბერი 2022, 14:30 1748 ნახვა

პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 89 ხმით დაუჭირა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს, თუ: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ; ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა.

„თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში, ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობაც აეკრძალება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი