ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბარ-რესტორანი გაძარცვეს

22 სექტემბერი 2022, 11:44 1018 ნახვა

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბარ-რესტორანი გაძარცვეს. მეპატრონე ამბობს, რომ შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში მეორედ მოხდა.

რესტორანში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, არასრულწლოვნები კვების დაწესებულებაში კარის გატეხვის შედეგად შევიდნენ. პირველი ძარცვის შედეგად 4 ათას ლარზე მეტი წაიღეს. მეორე ძარცვის შედეგად თანხა მინიმალური იყო.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათეულობით კამერაა განთავსებული, რესტორნის მეპატრონე ამბობს, რომ სამართალდაცველებს უკვე უნდა დაეკავებია პირველი ძარცვის შემდეგ კონკრეტული პირები, თუმცა შედეგი არ არის.

შსს-მ ორივე ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, ორივე შემთხვევაში არასრულწლოვნები ფიგურირებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი