დარღვევები კვების ობიექტზე

21 სექტემბერი 2022, 11:30 756 ნახვა

ანტისანიტარია, კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმოშობის  სურსათი   დახვდათ  სურსათის  ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე, რომელიც  ჩინურ კომპანიას აქვს ნაქირავები. მომსახურე პერსონალის ინფორმაციით, აქ საკვები ბათუმში ამ კომპანიის სხვადასხვა ობიექტზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეებისთვის მზადდება.მონიტორინგის სამსახური  ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’კორუფციასთან  ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის’’ შეტყობინების  საფუძველზე მივიდა. როგორც გვეუბნებიან, არა ერთი დარღვევა გამოავლინეს, რის  გამოც  სურსათი დალუქეს  და  ობიექტი ათასი ლარით დააჯარიმეს. გარდა  ამისა მერაბ ღოღობერიძე სავარაუდო ფინანსურ დარღვევაზე საუბრობს და რეაგირებისთვის ფინანსურ პოლიციას მიმართვას.   

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი