პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი - შსს

20 სექტემბერი 2022, 12:01 597 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან.

მათივე ინფორმაციით, პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

"პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში