ელექტრონული ტენდერი ქობულეთის სოფლების გზებზე ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟისთვის. სატენდერო განაცხადის მიღება დღეს მთავრდება. ზოგადი ხედვის 136 და ნომრის ამომცნობი, ე.წ. ჭკვიანი 20-ერთეული კამერის მონტაჟი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქის გარკვეულ მონაკვეთებში მოხდება. ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, კამერების მონტაჟი გზებზე, მოსახლეობის და შესაბამისი უწყებების მოთხოვნა იყო. ვიდეო-სათვალთვალო კამერების მოვლა-შენახვას ერთი წლის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს. შემდეგ კი მოვლა-შეძენის მომსახურებას თავად ქობულეთის მერია უზრუნველყოფს. ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა მონტაჟისთვის 1 057 000 ათასი ლარია გათვალსიიწნებული.