თუ ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა, სუვენირების შეძენა და სასულე ორკესტრის მოსმენა გსურთ, ძველ ბათუმს უნდა მიაშუროთ. ბათუმი ევროპული მობილობის კვირეულს ორდღიანი ღონისძიებით შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში ორი დღით მანქანებით გადაადგილება გამსახურდიას, მელაშვილისა და ქუთაისის ქუჩებზე შეიზღუდა.ევროპული მობილობის კვირეული ევროკომისიის ცნობიერების ამაღლების კამპანიაა მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ და პოპულარიზაციას უწევს დღეს მანქანის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერია GIZ-ის მხარდაჭერით მობილობის სხვადასხვა პროექტზე მუშაობს. მზადდება ველოგადაადგილების გენერალური გეგმა და ფეხით გადაადგილების კონცეფცია ძველი ბათუმის ტერიტორიისთვის. ღონისძიება ხვალ კახაბერისა და ხანუმების კონცერტით დასრულდება.