პანდემიის შემდგომი გართულებები

17 სექტემბერი 2022, 14:37 1619 ნახვა

პანდემიის შემდგომ ბავშვებსა და მოზარდებში მომატებულია დეპრესია, შფოთვა, მარტოსულობის განცდა, შეიძლება იყოს სუიციდის რისკიც. ამის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი საუბრობს. დღეს მან მედიაცენტრ მთავარში თქვა, რომ პანდემიის შემდგომ სპეციალისტისთვის მიმართვიანობა თითქმის სამჯერ არის გაზრდილი.ბავშვთა ფსიქოლოგი ამბობს, რომ თუ ბავშვის მდგომარეობა როგორც ფსიქიკური, ასევე ქცევითი შეიცვალა, მშობელმა უნდა მიმართოს ფსიქოლოგს. მაგალითად, თუ ბავშვი ხალისიანი იყო, ახლა ჩაკეტილი და აგრესიული გახდა, ასევე თუ აქამდე აქტივობებში იყო ჩართული, ახლა კი ოთახიდან არ გამოდის, უარს ამბობს გარე აქტივობებზე, ეს არის სიგნალი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი