სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

13 სექტემბერი 2022, 11:34 450 ნახვა

სომხეთის თავდაცვის მინისტრი ტელეფონით დაუკავშირდა მის რუს კოლეგას და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სიტუაციაზე  ესაუბრა.მინისტრები სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, საზღვარზე მდგომარეობა არ შეცვლილა.ვარდენისის, სოტკის, ართანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის რაიონებში სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანულ მხარეს  არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და მსხვილკალიბრიანი შეიარაღების გამოყენებით სამხედრო და   სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების მიტანასა და წინ წაწევის მცდელობებში ადანაშაულებს. სამინისტროს ცნობით, სომხეთმა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში აკრედიტირებული საელჩოების სამხედრო ატაშეებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მომხდარზე და მის შემდგომ განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი