ხინოწმინდობის დღესასწაული

12 სექტემბერი 2022, 19:49 765 ნახვა

ხინოწმინდობა აჭარაში ერთ-ერთი გამორჩეული სახალხო დღესასწაულია. ქობულეთის მთებში, სამონასტრო ცხოვრება მრავალი საუკუნის წინ დაიწყო. ისტორიული წყაროების თანახმად, მე-9 საუკუნეში პეტრას ბერძნული საეპისკოპოსოს გაუქმების შემდგომ, მაშინ, როდესაც აფხაზეთის სამეფო გაძლიერდა და ბიზანტიური გავლენა შესუსტდა, საეპისკოპოსო ცენტრი პეტრადან ხინოწმინდაში უნდა გადმოეტანათ, თუმცა, ამ ფაქტის დამადასტურებელი ისტორიული საბუთი შემორჩენილი არ არის. მე-17 საუკუნის მეორე ნახევრამდე წყაროებში აქ მოღვაწე მღვდელმთავართა სახელებიც კი არ არის შემორჩენილი. პირველი ხინოწმინდელი ეპისკოპოსი, რომლის სახელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის მაქსიმე I.  მრავალსაუკუნოვან მონასტერში კი ახლა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო,რომელიც 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი