ოპოზიცია პრეზიდენტს სთავაზობს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის გამოიყენოს შეწყალების უფლება უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ოპოზიციის ნაწილს კი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ეროვნული თანხმობის იდეის განხორციელების არ სჯერა. რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას, ისინი პრეზიდენტის იდეას ეროვნული თანხმობის შესახებ იწონებენ, აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი აქამდეც პოლარიზაციის შემცირების მომხრე იყო.