იაპონიის ოკინავას პრეფექტურაში ისიგაკის კუნძულს ტაიფუნმა მუიფამ გადაუარა. ტაიფუნს თან მოჰყვა ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმული გაფრთხილება. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ტაიფუნ მუიფას ცენტრში ქარის სიჩქარე შესაძლოა საათში 144-დან 216 კილომეტრამდე განვითარდეს. ტაიფუნი მუიფა, რომელიც წყნარი ოკეანის ტაიფუნების სეზონის რიგით 12-ე ქარიშხალია ჩრდილოეთით გადაადგილდება და ახლო დღეებში ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუახლოვდება. იგი ტაიფუნ ჰინამნორს მოჰყვა, რომელმაც ერთი კვირის წინ იაპონიის კიუშუს კუნძულზე ძლიერი წვიმები და ავიარეისების გადადება გამოიწვია.