საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაზე ხვალ ახალი სეზონი იხსნება. ყოველ სამუშაო დღეს, პირველიდან ორ საათამდე შუადღის გადაცემა „ დიდი შესვენება“ გელოდებათ. განახლებული სტუდიები და ახალი წამყვანები ჰყავს შუადღისა და დილის გადაცემას. „დილის ტალღა „ ისევ შაბათ- კვირას 10:00 საათზე დაიწყება. ხვალ განახლდება სეზონი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემებისთვის, მათ შორის თოქ-შოუებისთვის. გადაცემების შემოქმედებითი ჯგუფები ბოლო კვირების განმავლობაში სეზონის გახსნისთვის აქტიურად ემზადებოდნენ და მაყურებელს ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდებიან.