ხვალ საქართველოში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი - გარემო

09 სექტემბერი 2022, 16:47 962 ნახვა

9, 10 და 12 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 11-12 სექტემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, 12 სექტემბერს კი +25, +30 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 11 სექტემბერს გრილი (დღისით +20, +22 გრადუსი) და დღის პირველ ნახევარში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დანარჩენ დღეებში კი (9, 10 და 12 სექტემბერს) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი