ოფიციალური შეხვედრები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში

07 სექტემბერი 2022, 11:50 473 ნახვა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული თანამშრომლობა, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწია.

რეგიონში არსებულ  გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ევროკავშირის  როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში