საქართველოს სავაჭრო პალატა სტამბოლში ევროპალატის წევრების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს

06 სექტემბერი 2022, 19:02 523 ნახვა

საქართველოს სავაჭრო პალატა სტამბოლში ევროპალატის წევრების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრას სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, კომიტეტის წევრი სახელმწიფოების სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფარუკ კაიმაქჩი და ევროპალატის პრეზიდენტი, ლუკ ფრიედენი ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

გიორგი პერტაიამ თავის გამოსვლისას ისაუბრა მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე რეგიონის ჭრილში, პოსტ-პანდემიურ პერიოდში რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკების აღდგენის პროცესსა და საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე.

გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ევროპალტის პროექტის: „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ მნიშვნელობას, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების ბიზნეს წრეებთან დაახლოებისა და სავაჭრ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით.

აღნიშნული კომიტეტის შეხვედრა, ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ევროპალატის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი