"საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თავადაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის თაობაზე. როგორც ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, "სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება". მისივე თქმით, უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი არის არა ქვეყანაში, არამედ რადიკალურ ოპოზიციაში.