ადვოკატის მიმართვა

14 იანვარი 2017, 00:00 2333 ნახვა

ადვოკატი პაატა შავაძე აჭარის პროკურატურას პროცედურების გაჭიანურებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი აროშიძეს, რომელის ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა როგორც შავაძე ამბობს, მისი გათავისუფლება დათქმულ ვადებში არ მოხდა. ადვოკატი ირწმუნება, რომ დამატებით რამდენიმე საათი ბრალდებული უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. პაატა შავაძე მოითხოვს, რომ შესაბამისმა უწყებებმა მათ შორის საქართველოს მთავარმა პროკურორმა და შსს გენერალურმა ინსპექციამ საკითხზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. პროკურატურაში ბრალდებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ პროცედურები კანონის ფარგლებში დასრულდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი