სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში, აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, ორი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების და შეძენა-შენახვისა ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ასევე ამოღებულია დაკავებულის მიერ კუსტარულად გადაკეთებული იარაღები.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.