ლევან იოსელიანის ინიციატივა სახალხო დამცელის არჩევაზე

31 აგვისტო 2022, 18:07 564 ნახვა

პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის ფარულობის გაუქმების ინიციატივით გამოდიან. მათ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვით, ომბუდსმენის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება და შესაბამისად, კენჭისყრის შედეგები საჯარო  იქნება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განმარტა, სახალხო დამცველის ასარჩევად, რაც თავის მხრივ 90 დეპუტატის ხმის მობილიზებას გულისხმობს, „ქართულ ოცნებას“ სულ რამდენიმე ხმა აკლდება. მისივე თქმით, ფარულობის პირობებში მარტივი იქნება საკითხის იმდაგვარად გადაწყვეტა, რომ ვერ პასუხობდეს საზოგადოების მთავარ მოთხოვნას - სახალხო დამცველის კანდიდატზე კონსენსუსი შედგეს. ინიციატივას გირჩის ერთ-ერთი წარმოადგენელი ეხმაურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი