31 აგვისტო ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "კავშირი იმედი" ბათუმში აივ ინფექციისა და ცე - ჰეპატიტის სკრინინგს ახორციელებს. მოქალაქეებს უფასო სკრინინგის ჩატარება გორგილაძის 66 ნომერში განთავსებულ მობილურ ამბულატორიაში შეუძლიათ.
კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაცია დღეს ბათუმში მოწყვლად ჯგუფებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრასაც გამართავს.
ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკის მიხედვით, წლების განმავლობაში დარიგებული 14 700 ნალოქსონიდან წელიწადში საშუალოდ 1000 ზედოზირების შემთხვევაა, აქედან 15 ლეტალური.