უკრაინის ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ტოვებს

31 აგვისტო 2022, 14:28 693 ნახვა

საქართველოში უკრაინის ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ტოვებს. იგორ დოლგოვის მიმართვა საქართველოში უკრაინის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. ციტატა „ომმა ყველაფერი შეცვალა. მიმდინარე წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩვენ ყველა შევიცვალეთ.  

მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველებმა თავიანთი კარი და თავიანთი გულები გაუხსნეს ომსა და ოკუპაციას გამოქცეულ უკრაინელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია. უკრაინის პრეზიდენტმა ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადება 26 ივნისს გააკეთა. 

დოლგოვი ამ დრომდე საქართველოში რჩებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი