ზელენსკი: „თუ რუს სამხედროებს გადარჩენა უნდათ, დროა გაიქცნენ“ 

30 აგვისტო 2022, 11:20 741 ნახვა

თუ რუს სამხედროებს გადარჩენა უნდათ, დროა გაიქცნენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში  განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს ომი დონბასის დაპყრობის მცდელობითა და ყირიმის ოკუპაციით დაიწყო, უკრაინა კი იბრუნებს და დაიბრუნებს თავისას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტების ადგილი უკრაინულ მიწაზე არ არის და ხელისუფლება ახლა საომარ ვითარებაში გეგმების გასაჯაროებას არ აპირებს, თუმცა ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ საზღვრამდე განდევნიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი