ვენეციის კომისიის დასკვნა ე.წ. მოსმენების კანონზე - შეფასებები

29 აგვისტო 2022, 14:43 658 ნახვა

ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით შეფასებები  კეთდება პოლიტიკურ  სპექტრში.  ოპოზიციის ნაწილი  აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნით „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევრორეკომენდაციების შესრულებას. ამბობენ, რომ კანონი არ შეესაბამება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის  ვალდებულებების შესრულებას და ის  მიღებულია ვიწრო, ინტერპარტიული ინტერესებით.

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებრივი კუთხით და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით დაუბალანსებელი არ არის და ამ კონტექსტში ნაკლოვანება არ გააჩნია.

პრეზიდენტმა ვეტო დაადო ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც საგამოძიებო უწყებებს ფარული მიყურადების თვალსაზრისით უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ახსნა, თქვა, რომ პრეზიდენტის ვეტო პოლიტიკური მოტივებით იყო გამოყენებული. მას იმედი აქვს, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს კარგად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. ქართულ ოცნება ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში