საზაფხულო ბანაკი კურორტ გოდერძიზე. ქედისა და შუახევის შემდეგ ერთკვირიან სწავლებას ამჯერად ხულოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გადიან.
არაფორმალური სწავლება სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, დაბალი აკადემიური შეფასების მქონე მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
სკოლები 10 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს დასრულდება.