უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისტორიაში პირველად, დაბომბვის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა და ავტომატური სისტემა რომ არ ამუშავებულიყო და პერსონალს სათანადოდ არ ემოქმედა, რადიაციული ავარია მოხდებოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარების ყოფნის ყოველი წუთი არის გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკი.