11 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტი ბათუმში

25 აგვისტო 2022, 19:20 4153 ნახვა

უმძიმესი ფაქტი ბათუმში - 11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია 30 წლამდე კაცი, მას წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ დღეს დილით შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულის დედის მეგობარი კაცის შვილია. ინფორმაცია თავდაპირველად ტვ 25 -მა გაავცელა. ადგილობრივების განცხადებით, ახალგაზრდა კაცი მომხდარიდან მეორე დღეს საცხოვრებელი სახლის ეზოდან აიყვანეს. ირკვევა, რომ პოლიციას მოზარდის დედამ მიმართა. დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოზარდი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დაკავებულის ადვოკატი საკითხზე არ საუბრობს და არ ამბობს, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი