ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

25 აგვისტო 2022, 13:03 925 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე საშუალება ექნებათ, იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

აბიტურიენტებს დრო ხვალამდე აქვთ, რომ სასურველი უნივერსიტეტი ან დაამატონ ან პრიორიტეტების მიხედვით გადაადგილონ.

"საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს",- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი