''განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა''

13 იანვარი 2017, 00:00 2761 ნახვა

"განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა" ასე ჰქვია პროექტს რომლის პრეზენტაციაც დღეს განათლების მინისტრმა გამართა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, პროგრამის მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქემ  განურჩევლად ასაკისა მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება. მისი განმარტებით საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება - მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. მინისტრის თქმით, ყველა მოქალაქეს შეუძლია სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს და აცნობოს ისეთი ბავშვების შესახებ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო სკოლებში ვერ დადიან. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი