გუშინ ბათუმში შერეულ ორთაბრძოლებში ორგანიზაცია „მგლების“ მიერ დაარსებული ტურნირის MFC-ის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში ქართველებთან ერთად ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
12 ორთაბრძოლიდან შვიდი ქართველების გამარჯვებით დასრულდა. მესამე პროფესიონალური ბრძოლა მოიგო ჯაბა ცეცხლაძემ.
მორიგ ტურნირს „მგლები“ ნოემბერში გამართავს.