​16 ფიზიკურ პირს და 19 ოჯახს პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაეცემა - მთავრობა 

22 აგვისტო 2022, 17:09 594 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რომლის საფუძველზეც 16 ფიზიკურ პირს და 19 ოჯახს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. გადასაცემი ქონება დაინტერესებულ პირებს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ასევე გადაეცემა შვიდსულიან სოციალურად დაუცველ ოჯახს. ოჯახი უძრავ ქონებაში წლების განმავლობაში ცხოვრობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი