საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი

22 აგვისტო 2022, 14:51 1208 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. განცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება და 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.  ამის შემდეგ მრჩეველთა საბჭოს დოკუმენტების გადასარჩევად და კანდიდატებთან გასაუბრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.

კონკურსში მონაწილე აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, არანაკლებ ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.  გადაწვეტილება დღეს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

დღესვე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დირექტორის სახელფასო სარგოში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც მაუწყებლის დირექტორის ხელფასი გაიზრდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში