ვანდალიზმი აფხაზეთში

13 იანვარი 2017, 00:00 1953 ნახვა

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო უწყება ადასტურებს, რომ ტერიტორიის გაწმენდის დროს მართლაც დაზიანდა ისტორიული ძეგლი. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ  ხდება რეალობის დამახინჯება. „ტერიტორიის გაწმენდის დროს მართლაც დაზიანდა ისტორიული ძეგლი. ამ საქმის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად უკვე შექმნილია სპეციალური კომისია აფხაზეთის კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც შეაფასებს ძეგლისთვის მიყენებულ ზიანს. მუშაობის შედეგები მედიით გახმოვანდება და მისი გაცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების კომენტარში. რაც შეეხება რუსი სამხედროების მიერ სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობას, აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკვე არსებობს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი