საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები დღეს აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება

20 აგვისტო 2022, 15:35 739 ნახვა

დღეს, საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას დაიწყებს.

შესარჩევი ეტაპის შეხვედრა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ არასრული შემადგენლობით მოუწვს ასპარეზება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

"GeoVolley"_ის ინფორმაციით კოვიდ რეგულაციების გამო, აზერბაიჯანში ნაკრების 3 წევრი ვერ გაემგზავრა: ჯულიეტა სანაძე, მარიამ გაფრინდაშვილი და ნინა ცერცვაძე. მათ  ჰქონდათ კოვიდ პასპორტები არ ჰქონდათ. 

მომდევნო შეხვედრაში 24 აგვისტოს საქართველო თბილისში აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს.

ამის შემდეგ 27-ში სლოვენიას, ხოლო 3 სექტემბერს ავსტრიას მიიღებს.
7 და 10 სექტემბერს კი გასვლაზე ჯერ ავსტრიას, ხოლო შემდეგ სლოვენიას ესტუმრებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში