ბათუმის ქუჩებში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია. საცობები განსაკუთრებით აწუხებთ მძღოლებს. ამბობენ, რომ ქალაქის შემოსასვლელსა და ძირითად ქუჩებზე საათობით უწევთ გაჩერება.
ქალაქის მერის განმარტებით, მოძრაობის გადატვირთვა პირდაპირ უკავშირდება ტურისტების რაოდენობის ზრდას.
არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პარკირების სივრცეების მოსაწყობად და გზებზე ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების დასამატებლად.