შეხვედრა სტუდენტებთან

15 აგვისტო 2022, 16:54 773 ნახვა

შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი შატაკიშვილი გაცვლითი პროგრამის მონაწილე გერმანელ და ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის, ქართველ და გერმანელ მეცნიერებს შორის აკადემიური კავშირების, ასევე, გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის შესახებ ესაუბრნენ. შალვა პაპუაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს. სტუდენტები საქართველოს საარჩევნო სისტემით, არჩევნების ჩატარების წესით, პარლამენტის დაკომპლექტებისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ორგანიზებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად, კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა ათი სტუდენტი თსუ-დან და ათი სტუდენტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში