პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს

15 აგვისტო 2022, 14:05 742 ნახვა

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს.  რომლის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება და აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალდობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება. 

უწყების ინფორმაციით,   სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების მიზანია, საპროცესო კოდექსში გაჩნდეს არსებული აღკვეთის ღონისძიებების დამატებითი ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის სრული იზოლაციის გარეშე იქნეს მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის  სისხლის სამართლებრივი მექანიზმების დახვეწის ფარგლებში  კი დაინერგება ელექტრონული ზედამხედველობა, რომლის დროსაც, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების მიმართ, რომელთაც შეფარდებული აქვთ არასაპატიმრო ღონისძიება, 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი