ველოტურის ფარგლებში ველომოგზაურმა ნოდარ ბერიძემ სტარტი გოდერძის უღელტეხილიდან აიღო. 99 დღის განმავლობაში სპორტსმენი 9 ქვეყანასა და 99 ქალაქს მოივლის, დაფარავს 5 ათას 999 კილომეტრს.
ველომოგზაურს სხვადასხვა მონაკვეთზე 1000-ზე მეტი ველომოყვარული გააცილებს.
ველომოგზაურობა კატარის დედაქალაქში, დოჰაში დასრულდება. პროექტის მიზანი სპორტის ამ სახეობის და ტურიზმის პოპულარიზაციაა.
ველომოგზაურ ნოდარ ბერიძეს სხვადასხვა დროს 28 ქვეყანაში უმოგზავრია, მას ველო ტურების - ფარგლებში 65.000 კილომეტრი აქვს დაფარული.