მიხაილ პოდოლიაკის განცხადება

09 აგვისტო 2022, 14:13 416 ნახვა

მიხეილ პოდოლიაკის განცხადებაზე ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უფრო მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას და ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ქვეყნის მიმართ მტრულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ინტერესები მათთვის არაფერს ნიშნავს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის სამხილები თუ საჭირო გახდება, წარდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით. აღნიშნულით მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საქართველოს მთავრობის პოზიცია შეაფასა, კერძოდ, განცხადებები, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს და რომ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არანაირი დამადასტურებელი ფაქტი, თითქოს საქართველო მოსკოვთან თანამშრომლობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში